logo
ENG



ზახაროვა ბაიდენის გამოსვლას გაეროში "აბსოლუტურად უხამსს" უწოდებს

22 სექ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/22/4xzp7g7xnpfl30c.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე "უხამსს" უწოდებს.

"რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას, მე ვფიქრობ, რომ ის აბსოლუტურად უხამსი იყო. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო გამოსვლა თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით. მან მიაწერა რუსეთის პრეზიდენტს სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით", - აცხადებს ზახაროვა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ბაიდენმა დააფიქსირა "პროპაგანდისტული პოზიცია" და "მისი [ბაიდენი] და დასავლური მედიის პროპაგანდა ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ითქვა პუტინის მიერ".

გუშინ, 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებასა და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე ილაპარაკა

ჯო ბაიდენმა ისაუბრა მსოფლიო სურსათის კრიზისზეც, პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა და ის დაადანაშაულა ტყუილებში უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების შესახებ. 


close დახურვა